ვიდეოკამერებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესები

ვიდეოკამერებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესები

Nov 14, 2024

რა უნდა გავითვალისწინოთ შენობა-ნაგებობებზე ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისას?!

იცოდით თუ არა, რომ შენობა-ნაგებობებზე ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, როგორც წესი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვისშეტყობინებას, გარკვეულ შემთხვევებში კი ნებართვას საჭიროებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ შენობა-ნაგებობის სტატუსი! კერძოდ, რა ტიპის შენობა-ნაგებობაზე გეგმავთ ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებას:

• შენობაზე სტატუსის გარეშე;

• კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე;

• კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე შენობაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეიტყვეთ მეტი ჩვენს სტატიაში!

გახსოვდეთ, DPT Consulting-ი ყოველთვის მზადაა, დაგირეგულიროთ თქვენს მიერ ვიდეომონიტორინგის განხორციელების პროცესის სამართლებრივი მხარე. ჩვენი გამოცდილი გუნდი გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს.

იმოქმედეთ ყოველთვის ინფორმირებულად!

ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების წესი შენობა-ნაგებობებზე, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე.

დღესდღეობით კომპანიებისა თუ საჯარო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი პირთა უსაფრთხოების, საკუთრების დაცვისა და სხვა არაერთი ლეგიტიმური მიზნის უზრუნველსაყოფად აქტიურად იყენებს ვიდეომონიტორინგის სისტემას. უფრო მეტიც, მოქმედი კანონმდებლობა გარკვეული კატეგორიის დაწესებულებებს/ობიექტებს ავალდებულებს შენობების შიდა თუ გარე პერიმეტრზე განათავსონ ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და ამ პროცესში დაიცვან არაერთი პირობა, მათ შორის, ტექნიკური ხასიათის. თავის მხრივ, ვიდეოკამერების განთავსების შემთხვევაში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი იმპერატიულად მოითხოვს შესაბამისი დაწესებულებისგან/ობიექტისგან ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების თვალსაჩინოდ განთავსებას. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული კანონის მიხედვით, ვალდებულებას წარმოადგენს არამხოლოდ გამაფრთხილებელი ნიშნის განთავსება, არამედ მისი თვალსაჩინოება, შესაბამისად გამაფრთხილებელი ნიშნების რაოდენობა, ისევე როგორც ვიდეოკამერების, შესაძლებელია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყოს.

იცოდით თუ არა, რომ შენობა-ნაგებობებზე ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, როგორც წესი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის შეტყობინებას საჭიროებს?!

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, აგრეთვე აბრებისა და რეკლამების განთავსება განეკუთვნება I კლასის მშენებლობას. რამდენადაც, აღნიშნულ ჩამონათვალში შესაძლებელია მოაზრებულ იქნეს ვიდეოკამერები და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნები, მათ შენობა-ნაგებობაზე განთავსებამდე საჭიროა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან მშენებლობის მარტივი შეტყობინების შეთანხმება. მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ანალოგიური წესი მოქმედებს იმ შენობა-ნაგებობასთან მიმართებით, რომელიც არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, თუმცაღა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე შენობასთან მიმართებით, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა ორგანომ, წარმოების პროცესში ჩართოსკულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე შექმნილი საბჭო ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანო. დამატებით გაითვალისწინეთ, რომ სტატიაში მოყვანილი საკითხები, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გარკვეულითავისებურებებით ხასიათდება.

განსხვავებულია სიტუაცია, როდესაც ვიდეოკამერებისა და ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება ხდება კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე.

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით მიენიჭა ძეგლის სტატუსი.შესაბამისად, მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება. კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ამგვარი ობიექტების დაცვის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან/მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებას შესაბამისი ნებართვის გარეშე. კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ვიდეოკამერებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განეკუთვნება, თუმცა ამის მიუხედავად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები საკმაოდ მრავალრიცხოვანია (იხ. „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი). გარდა ამისა, ამ პროცესში სავალდებულოდ მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე შექმნილი საბჭო ან/და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ტიპის შენობა-ნაგებობაზევიდეოკამერებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებამდე, მიზანშეწონილია განხორციელდეს სათანადო ინფორმაციის მოძიება შენობის სტატუსიდან გამომდინარე, მათ შორის, საჭიროებს თუ არა ზემოაღნიშნული ქმედებები შეთანხმებას/ნებართვას, აგრეთვე ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციისა და პროცედურის შესახებ. ამგვარად შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, რომელიც არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე სახდელთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შემთხვევაში.


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე