პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესავალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესავალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შესავალი

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია

კურსის აღწერა

გინდა, რომ გაერკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში? კურსის განმავლობაში გაეცნობი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების საკვანძო ასპექტებს და ისწავლი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით პროცესის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას.


შენ ისწავლი:


  • პერსონალური მონაცემის დაცვის სფეროსათვის დამახასიათებელ ტერმინოლოგიასა და მათ განმარტებებს ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.


  • მონაცემთა დამუშავების პრინციპებსა და საფუძვლებს.


  • გაიგებ როგორ უნდა დაგეგმო და განახორციელო კანონმდებლობის შესაბამისად ვიდეო და აუდიო მონიტორინგი.


  • გაიგებ როგორ უნდა განხორციელო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, პროფილირება და არასრულწოვნების მონაცემების დამუშავება.


  • დეტალურად გაეცნობი შენი ორგანიზაციის ( მონაცემთა დამუშავებაზე პასუხიმგებელი პირი) და შენი ქვე-კონტრაქტორის (მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი) უფლება- მოვალეობებს.


  • გაიგებ თუ რა ტიპის ვალდებულებები უნდა გაითვალისწინო შენი ორგანიზაციის მომსახურების   ,,აუთსორსზე” გატანისა და ქვე-კონტრაქტორებთან ხელშეკრულების დადების ეტაპზე.


  • ასევე გაიგებ რა მექანიზმები უნდა დანერგო შენი მომხმარებელებისა და თანამშრომლების (მონაცემთა სუბიექტების) უფლებების დასაცავად.


  • გაეცნობი მონაცემების სხვა სახელმწიფოში გადაცემის შემთხვევაში საჭირო მოთხოვნებსა და საზედამხედველო ორგანოსთან (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) ურთიერთობის სწორად წარმართვისათვის საკვანძო ასპექტებს.

პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით დაეუფლები  პერსონალური მონაცემების მომწესრიგებელი დოკუმენტაციის სწორად შედგენის ტექნიკას.


კურსის ბოლოს შენთვის კარგად ნაცნობი იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ყველა ძირითადი ასპექტი და შეძლებ მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წარმართო პროცესები შენს ორგანიზაციაში ან დაიწყო კარიერა ამ მიმართულებით.

ტრენერები


კახაბერ გოშაძე


სამართლის დოქტორი, პროფესორი. საჯარო და კერძო დაწესებულებებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილება.


  • კახაბერი გახლდათ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე (2023) მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი და კოორდინატორი.


  • კერძო და საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის პარალელურად, კახაბერს აქვს 10 წლიანი სწავლების გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დანერგილი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სასწავლო კურსი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე. ასევე, გამოცემული აქვს არაერთი პუბლიკაცია და სამეცნიერო ნაშრომი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა საკითხების შესახებ.


  • გარდა ამისა, იგი აქტიურად არის ჩართული საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ტრენინგებისა და ვორქშოფების ჩატარების მიმართულებით.


ჯონი ჩონიაძე


სამართალმცოდნე, საჯარო უწყებებში მუშაობის 15 წლამდე გამოცდილება, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მუშაობის 5 წლამდე გამოცდილება, სადაც იკავებდა სამრთალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას.


  • მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სხვადასხვა მონაცემთა დამუშავების პროცესის 300-მდე ინსპექტირება.


  • ის, ასევე არის კიბერუსაფრთხოების მაგისტრი და გახლდათ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრი.


მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ადამიანის უფლებების, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჯონის გააჩნია შესაბამისი აკადემიური ცოდნა, კერძოდ:


  • MS - მაგისტრანტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, – ST Andrew’s Georgian University (SANGU), თბილისი.


  • MS - კიბერუსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრი, 2023 – 2024 - Northern Kentucky University (NKU), USA.


  • ბაკალავრიატი – სამართალი, 2005-2009 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), თბილისი.


  • სასწავლო კურსი - ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით, 2019 – 2020 – საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი, თბილისი.


  • სერტიფიცირებული ტრენერი, 2018 წელი - საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი (GPSTC), აშშ.


  • ამასთანავე, ადამიანის უფლებების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ჯონი ჩონიაძეს გავლილი აქვს არაერთი, საერთაშორისო დონის ტრეინინგი, რომლებიც მათ შორის, ორგანიზებული იყო ეუთოს, ევროკავშირის, ევროპოს საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.


ასევე, იგი იყო რამდენიმე საერთაშორისო ასოციაციის წევრი:


  • EUROPOL კიბერუსაფრთხოების ეროვნული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი.


  • კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის პროგრამის საბჭო.


  • CyberEast. ბავშვის უფლებათა დროებითი კომიტეტის წევრი - COE.


დავით ყარაშვილი


დავით ყარაშვილს აქვს იურიდიული საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა საჯარო ორგანოებსა და კერძო დაწესებულებებში.


მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სფეროში საქმიანობას, როგორიცაა პერსონალურ მონაცემთა დაცვა, რისკების მართვა, ხელოვნური ინტელექტი და სარკინიგზო სატრანსპორტო დარგი. დავით ყარაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი რისკების მართვის სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი გახლდათ. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავდაცვის სამინისტროს ფორმალიზებული რისკის მართვის სისტემის დანერგვაში.



დავითი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში. 2019-2021 წლებში დავითი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იკავებდა კვლევების მენეჯერის პოზიციას და მის ფუნქციებში შედიოდა მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტის კვლევა და საქართველოს კანონმდებლობის მასთან დაახლოება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში,


ის უშუალოდ მონაწილეობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მომზადებაში. ის გახლდათ საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან. დავით ყარაშვილი საქართველოს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის დროებით კომიტეტში, როგორც მაღალი დონის ექსპერტი და შემდგომ უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დელეგაციის ხელმძღვანელი.


პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, დავით ყარაშვილი აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში. ის არის მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ის უძღვება სალექციო კურსს საგანში - „რისკების მართვა საჯარო დაწესებულებებში“. დავითს ჩატარებული აქვს ძალიან ბევრი ტრენინგი და სასწავლო კურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერტიფიკატო კურსი“.

მენტორები

ტრენერი - კახაბერ გოშაძე

კახაბერ გოშაძე

ტრენერი - ჯონი ჩონიაძე

ჯონი ჩონიაძე

ტრენერი - ჯონი ჩონიაძე

დავით ყარაშვილი

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია

პერიოდი

მალე…

ხანგრძლივობა

2 თვე (24 ვორქშოფი)

განრიგი

ორშაბათი (20:00 - 22:00)

ხუთშაბათი (20:00 - 22:00)

ღირებულება

1300

800₾

რეგისტრაცია


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე