ინსპექტორი, პერსონალური ინფორმაცია… რატომ უნდა ვიყენებდეთ სწორ ტერმინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვისას?

Jul 10, 2025

შესავალი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფერო ტექნიკური და სამართლებრივი საკითხების გადაკვეთის წერტილია. სწორი ტერმინების გამოყენება არ არის მხოლოდ ფორმალური საკითხი — ის პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეთა უფლებებზე და პერსონალურ მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე.

მაგალითისათვის, ხშირად გაიგებთ ტერმინს „ინსპექტორი” ან „მონაცემთა დაცვის ინსპექტორი”. აღნიშნული შეცდომა მაღალი ალბათობით ეფუძნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველ საზედამხედველო ორგანოს სახელწოდებას - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი”. დღეისათვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონით, ჩამოყალიბდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის” ინსტიტუტი. შესაბამისად, სიტყვა „ინსპექტორის” გამოყენება რომელიმე ზემოაღნიშნული ტერმინის ნაცვლად, უხეშ შეცდომას წარმოადგენს.

თავი 1: არასწორი ტერმინები – ყოველდღიური შეცდომები

არასწორი ტერმინი

რატომ არასწორი

სწორი ტერმინი

კონფიდენციალური მონაცემები

შეიძლება ეხებოდეს არაპერსონალურ, ბიზნეს ინფორმაციასაც

პერსონალური მონაცემები

ინფორმაციის დაცვა

ძალიან ზოგადია

პერსონალური მონაცემების დაცვა

პერსონალური ინფორმაცია

კანონმდებლობაში არ არსებობს ასეთი ტერმინი

პერსონალური მონაცემები

მონაცემის გატაცება

ხშირად მოიხსენიებენ თუნდაც გაჟონვას

მონაცემთა გაჟონვა ან უნებართვო წვდომა

ინსპექტორი

კანონმდებლობაში არ არსებობს ასეთი ტერმინი

მონაცემთა დაცვის ოფიცერი

თავი 2: რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

  • სამართლებრივი სიზუსტე – კანონი ითხოვს კონკრეტული ტერმინების გამოყენებას, რათა მისი შინაარსი სწორად განიმარტოს.

  • მოქალაქის ინფორმირებულობა – ტერმინთა სიზუსტე ეხმარება მოქალაქეს, გაიგოს თავისი უფლებები და იცოდეს, როდის ირღვევა ისინი.

  • პროფესიონალური კომუნიკაცია – პერსონალურ მონაცემთა დამცველები საზოგადოებას უნდა ესაუბრონ სწორი ტერმინოლოგიით.

  • არასწორი ტერმინების გამოყენება ხაზს უსვამს არაპროფესიონალიზს.

  • კანონმდებლობასთან შესაბამისობა – ტერმინები უნდა შეესაბამებოდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს.

თავი 3: როგორ გამოვასწოროთ ეს შეცდომა?

  • შექმენით ორგანიზაციაში მოკლე ლექსიკონი.

  • გადაამზადეთ პერსონალი.

  • კომუნიკაციაში (პოსტები, განცხადებები, კონტრაქტები) გამოიყენეთ სწორი ფორმულირებები.

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში გამოიყენეთ სწორი ტერმინები.

  • თუ ეჭვი გეპარებათ, გადაამოწმეთ კანონმდებლობაში.

თავი 4: მცირე ლექსიკონი – „თქვი სწორად”

არასწორი

თქვი ასე

შენიშვნა

პერსონალური ინფორმაცია

პერსონალური მონაცემები

ოფიციალური ტერმინია

მონაცემების დაცვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვა

კანონის დეფინიცია

დაშიფვრა ნიშნავს დაცვას

დაშიფვრა არის დაცვის ერთ-ერთი მეთოდი

დაშიფვრა ≠ დაცვა

მომხმარებლის ID არის ანონიმური

ID არის პერსონალური მონაცემი, თუ იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა

ხშირად შეცდომით მიიჩნევენ ანონიმურად

მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

საზოგადოებაში გავრცელებული შეცდომაა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის შეტყობინება

უფრო სწორია “კონფიდენციალურობის პოლიტიკა”, თუმცა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პრაქტიკაში, ვხვდებით ტერმინს “კონფიდენციალურობის პოლიტიკა”

მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

სამსახურის ოფიციალური სახელწოდება

დასკვნა

სწორად გამოყენებული ტერმინები ქმნიან არამხოლოდ სიზუსტეს, არამედ აყალიბებენ საზოგადოების ცნობიერებას და ზრდიან ნდობას მონაცემთა დამცველების მიმართ. სიტყვების სიზუსტე ამ სფეროში პირდაპირ აისახება ადამიანის უფლებების დაცვაზე.


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე


დოკუმენტაცია

კონფიდენციალურობის პოლიტიკა 

საკონტაქტო ინფორმაცია

+(995) 599 08 61 98 



ვებ-საიტის ავტორი ნოე ტიკაძე